საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
წრის დასახელება: ,, ქართული სიტყვის საგანძური"
სკოლა: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო
სკოლა
მასწავლებელი: მაია გაგუა
სამიზნე ჯგუფი: IVკლასის მოსწავლეები.
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწავლო
წელი. (I სემესტრი 10 შეხვედრა კვირაში 1 სთ)
საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ჯგუფებში მუშაობისა და თანამშომრომლობის უნარის
განვითარებას. ლიტერატურული/ ისტორიული
ნაწარმოებების წაკითხვას. შემდეგ განიხილავენ შესასწავლ საკითხს და გააკეთებენ
ანალიზს, რის შედეგადაც განუვითარდებათ კითხვის, აღქმისა და გააზრების უნარი. იმუშავებენ კროსვორდების შევსებაზე.
მოკლე აღწერა: მეცადინეობა გაიმართება სამშაბათოით, მიზნის მისაღწევად განვიხილავთ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ხალხურ ზღაპრებს, იუმრისტულ მოთხრობებს, ბავშვები დაწერენ ესეებს, ჩანახატებს, წაკითხული ტექსტების შინაარსებს და მათში დაიცავენ ქართული ენის მართლწერის ნორმებს. ვფიქრობ, საწრეო მუშაობა გაუღვივებს მოსწავლეებს წიგნის კითხვის ინტერესსა და შემოქმედებით უნარებს. ხელს შეუწყოს ზეპირი მეტყველების კულტურის ამაღლებას.
პერიოდულად მშობლებისთვის გაიმართება ღია მეცადინეობები.
სკოლის სახელწოდება:
|
სსიპ სამტრედიის
მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა
|
საგანი:
|
ქართული ენა და
ლიტერატურა
|
სამიზნე ჯგუფი:
|
IV კლასი
|
კურსის ხანგრძლივობა:
|
პირველი
სემესტრი
|
წრის მუშაობის ხანგრძლივობა:
|
კვირაში 1 სთ
|
წრის მუშაობის ვადები:
|
სექტემბერი, ოქტომბერი,
ნოემბერი
|
პრაქტიკაში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობა:
|
18 მოსწავლე
|
მოსალოდნელი
შედეგები:
|
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას, წერას, გაგება-გააზრებას,
გადმოცემას, დაინტერესდებიან ანდაზების, გამოცანებისა და სხვა სახალისო დავალებების
შესრულებით. შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრულებას.
|
მეთოდები
და აქტივობები:
|
·
თამაშით სწავლება.
·
კითხვა-პასუხი.
·
ჯგუფური მუშაობა.
·
ინდივიდუალური მუშაობა.
|
კურსიის
მოკლე დახასიათება:
|
მოსწავლეები უფრო ღრმად
შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას, მოსმენას, გაგება-გააზრებას და
მათი შინაარსის გადმოცემას. ისინი შეძლეენ თამაშ-თამაშით კროსვორდბის
გამოცნობას, დაშლილი ტექსტის გამთლიანებას.
|
საწრეო
მუშაობის პროგრამა:
|
მოკლე
აღწერა:
|
I საწრეო მუშაობის
მიზნისა და პროგრამის გაცნობა.
გიორგი პაპიაშვილის: „ქოჩორა“
|
მოსწავლეებს გავაცნობ საწრეო მუშაობის მიზანსა და პროგრამას. მათთან ერთად
განვიხილავ წაკითხულ ლიტერატურულ ტექსტს. გაანალიზებენ და გამოიტანენ დასკვნას.
|
II კროსვორდების შევსება.
|
მოსწავლეები ჯგუფურად შეავსებენ მიწოდებულ კროსვორდებს.
|
III ჩვენი სახელოვანი წინაპრები: „ფარნავაზ მეფე“
|
ისტორიული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ
მოსწავლეები შეძლებენ შინაარსის გადმოცემას, მსჯელობასა და დასკვნის
გამოტანას.
|
IV დაშლილი ტექსტის აწყობა- გამთლიანება.
|
მოსწალეები ჯგუფებში იმუშავებენ და შეეცდებიან მიწოდებული ტექსტის
გამთლიანებას.
|
V ანდაზებისა და გამოცანების
გახსენება.
|
მოსწავლეები ჯგუფებში შეეცდებიან გაიხსენონ და ჩაინიშნონ მათთვის ცნობილი
ანდაზები და გამოცანები. ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს და გამოავლენენ ვინ
მეტი გამოცანა ან ანდაზა იცის.
|
VI არჩევითი წერითი
დავალება:
1.
რისთვის ვკითხულობთ წიგნებს;
2.
გარემო, რომელშიც ვცხოვრობ;
3.
ოჯახური ტრადიციეი;
|
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ეძლევათ საშუალება აირჩიონ ერთ-ერთი თემის
სათაური და დაწერონ მცირე მოცულობის ესე.
|
VII ხალხური ზღაპრი:
„ხელმწიფე და მოჯამაგირე“.
„მოხერხებული გლეხი“
|
მოსწავლეები გაიაზრებენ და გაანალიზებენ წაკითხულ ზღაპარს,ისაუბრებენ
ზღაპრის პერსონაჟების შესახებ.
|
VIII ხატვა-საყვარელი პერსონაჟი
|
მოსწალეები შეეცდებიან დახატონ წაკითხული ზღაპრებიდან თავიანთი საყვარელი
პერსონაჟი და მოაწყობენ გამოფენას.
|
IX ენციკლოპედიური საკითხების განხილვა:
"როდის გაჩნდნენ ადამიანები" "ვინ ააშენა ქალაქი მთებში" X წრის მუშაობისა შეჯამება. |
მოსწავლეები განიხილავენ ენციკლოპედიურ საკითხებს, გაიაზრებენ და იმსჯელებენ აღნიშნული თემის ირგვლივ და გააკეთებენ ანალიზს და შეფასებას.
მოსწავლეები იმსჯელეენ რამდენად საინტერესო იყო მათთვის წრის მუშაობა და რა ცოდნა შეიძინეს, რა იყო მათთის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი. |
რესურსი:
|
თაბახის ფურცლები;
მარკერები;
დაფა;
ცარცი;
პროექტორი;
|
ლიტერატურა
|
საბავშვო ქრესტომათია;
საბავშვო ენციკლოპედია;
სააზროვნო და სახალისო ტექსტები;
ანდაზები, აფორიზმები,კროსვორდები,გამოცანები;
|
შეხვედრის განრიგი
| 24.09 1.10 8.10 15.10 22.10 29.10 5.11 12.11 19.11 |
26.11 | |
Comments
Post a Comment